საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვები და საქართველოში შიდა რეგულარული რეისების განხორციელება 1 დეკემბრიდან სამართლის სახლებს გაიცემა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება სამართლის სახლებსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის დაიდო.
გადაზიდვების ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტო სამი წლის ვადით გასცემს. მათი მიზანია: მგზავრობის გაუმჯობესებისა და მომსახურების პირობების ხელშეწყობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება, კონკურენტული გარემოს შექმნა და ტრანსპორტის სექტორში მონიტორინგის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.
საქართველოს ტრანზიტული როლის განვითარება ქვეყნის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებით «შუა დერეფნის» მნიშვნელობის ზრდის ფონზე, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მეშვეობით აკავშირებს.
«შუა დერეფანი» არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებამდე მიემართება. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტის წამყვანი კომპანიების მონაწილეობით შეიქმნა.
საქართველოს ტრანზიტულ როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. ამ როლის გასაძლიერებლად, ამჟამად სრულდება მასშტაბური პროექტი «აღმოსავლეთ-დასავლეთის» მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს მეშვეობით აკავშირებს.